|
2017-06-29 10:35:04, 2621 ნახვა
მსოფლიო
AP: ამერიკამ 6 მუსლიმური ქვეყნისთვის ვიზების გაცემის ახალი კრიტერიუმები დააწესა
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ 6 ძირითადი მუსლიმური ქვეყნისთვის და ყველა ლტოლვილისთვის ვიზების გაცემის ახალი კრიტერიუმები დააწესა, - ამის შესახებ AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები სირიის, სუდანის, ლიბიის, სომალის, ირანისა და იემენის მოქალაქეებზე ვრცელდება. ამ ქვეყნების მოქალაქეები შეერთებულ შტატებში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ აშშ-ის ტერიტორიაზე ოჯახის წევრები ჰყავთ. ამასთან, ოჯახის წევრად მხოლოდ მშობლები, შვილები, მეუღლე ან და-ძმა განიხილება. დადგენილება არ ვრცელდება სხვა ნათესავებზე. ახალი წესები აღნიშნულ ქვეყნებში შესაბამის დიპლომატიურ უწყებებს უკვე დაეგზავნათ შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)