|
2017-06-28 23:56:29, 2216 ნახვა
პოლიტიკა
ბუკიკიო: კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხდა, რომ 1993 წლიდან საქართველოს აკვირდება და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. მისი თქმით, ნებისმიერ კონსტიტუციურ რეფორმას სჭირდება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ - საზოგადოებაშიც. „სამწუხარო იქნება, თუ ეს ძალისხმევა იქნება ანულირებული, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაასრულონ ეს პროცესი. საქმე ახლა აქ არის საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ უნდა იპოვონ გადაწყვეტის გზა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოსაზრებებთან და, რა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებთან. ყველა კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ რაც გაკეთდა ამ დრომდე, არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება იოლად გამოსწორდეს. ახლა, ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას და გავიმეორებ იგივე მესიჯს ყველასთვის - იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დაესწრო საქართველო პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მე-17 კონგრესის სტუმრებისთვის გაიმართა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)