|
2017-06-28 16:50:24, 2422 ნახვა
ეკონომიკა
BUSINESS GEORGIA-სა და „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ფორუმი „ქალები ბიზნესში“ გაიმართა
სასტუმრო “ბილტმორ თბილისში”, BUSINESS GEORGIA-სა და „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი „ქალები ბიზნესში“ გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის ბიზნესში ქალის როლის ხაზგასმა, მათი მიღწევების, სირთულეებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა და წარმატებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობა არის საკვანძო საკითხები ქალთა ეკონომიკური ჩართულობის კუთხით. სწორედ ამიტომ, ფორუმი ემსახურება როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და ქალ ბიზნესმენთა დაკავშირებას, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობას ბიზნეს ლიდერებსა და ქალ მეწარმეებს შორის. ფორუმი დაყოფილი იყო სამ ნაწილად. პირველი ნაწილი, სახელწოდებით- ქალები საზოგადოებაში, დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ქალთა როლის წარმოჩენას, ასევე ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივებს საზოგადოებრივ დონეზე. მეორე ნაწილში სპიკერებმა ისაუბრეს ქალებზე, როგორც მეწარმეებზე. საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკასთან ერთად, საუბარი შეეხო რისკების შემცირებას, რომელიც ახალი ბიზნესის დაწყებისას, შესაძლოა, შეგხვდეს. ასევე წარმოდგენილი იყო გზამკვლევი სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაში. მესამე ნაწილში-ქალებმა, როგორც ტოპ მენეჯერებმა, მიმოიხილეს ბიზნესის მართვაში ქალთა როლი, თითოეულ ნაწილში სპიკერებმა ისაუბრეს წარმატების შთამაგონებელ ისტორიებზე. მონაწილეებს დასკვნით ნაწილში შესაძლებლობა ჰქონდათ, სადისკუსიო პანელში ჩართვის და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. „ფორუმი მნიშვნელოვანია ქალ ბიზნესმენთათვის, რადგან დამსწრე საზოგადოება სამაგალითო ქალების გაცნობის გარდა, მიიღებს საჭირო ინფორმაციას იმ პროგრამებზე, საგრანტო კონკურსებსა, თუ სამთავრობო ინიციატივებზე, რაც დაეხმარება მათ ცოდნის შეძენასა და იმ უნარების განვითარებაში, რაც თავიანთი ბიზნესისა და კარიერული ზრდისთვის ხელშემწყობი გახდება. ვიმედოვნებთ, დავეხმარებით ქალებს, რომლებიც ნებისმიერი ზომისა და სექტორის ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართულნი თავიანთი მიზნების განხორციელებაში“,-განაცხადა BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა ანა გოგიშვილმა. ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, ქალი მეწარმეები და ასევე დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები. BUSINESS GEORGIA მსგავსი ბიზნეს ფორუმების სახით ცდილობს, წარმოადგინოს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)