02:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:51:54, 4557 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან გენგაშვილი და სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ.

უწყების ცნობით, გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები შიდა ქართლში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 60-მდე ოჯახს ეწვივნენ, მათ შორის, მრავალშვილიანებსა და მარტოხელებს. პოლიციელებმა მოქალაქეებს სურსათი, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადასცეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.

საქველმოქმედო აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics