|
2017-06-26 15:19:08, 878 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს. დღეს, ბრიტანელ ექსპერტებს თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლეს, სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით (SDR) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან; დაგეგმილია ვიზიტი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაშიც (DIB). ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)