|
2015-04-20 16:09:55, 458 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: პრეზიდენტი ზრდასრული ბიჭია და ჩემი რეკომენდაციები არ სჭირდება
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზრდასრული ადამიანია და გადავა თუ არა ათონელის რეზიდენციაში, რეკომენდაციები არ სჭირდება. „პრეზიდენტი ზრდასრული ბიჭია და ჩემი რეკომენდაციები არ სჭირდება. ეს არის შიდა გუნდური „ბრაზიანობა“ და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაჭავარიანი. ამასთან, დეპუტატი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას მიესალმება. „მე მივესალმები იმ ნაბიჯს, როცა გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავიდა. გადაწყვიტა თუ ვინმემ ურჩია, ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა. თუმცა, როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ათონელის რეზიდენციიის პრივატიზებით ბიზნეს წარმომადგენლები ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მისივე შეფასებით, ამ შენობის ფუნქციონალური მოწყობა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის არის განსაზღვრული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)