16:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 12:53:19, 2074 ნახვა

კომენტარი
ნინო გვენეტაძე: სამართლიან კრიტიკას არ გავურბივართ

„ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბჭომ წინ წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

"ბუნებრივია კრიტიკის შემცირებასაც ველოდებით. ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას. მზად ვართ ეს კრიტიკა გავიზიაროთ. მოგეხსენებათ წინა 4 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომები აბსოლუტურად ღია იყო, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება დასწრებოდა საბჭოს და მოესმინა მსჯელობა. შეიძლება ის არ იყო კმაყოფილი ყველა მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ ამ მხრივ საბჭოს ნამდვილად აქვს წინსვლა და ის სრულიად გახსნილია. არასამთავრობოების მიერ ასევე საბჭოს მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება და ვფიქრობ, რომ საბჭოს გარკვეული წარმატებები ამ 4-ელიან პერიოდში მაინც გააჩნდა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი, საბჭოს მდივანი და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics