13:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 19:46:40, 2163 ნახვა

სამართალი
შსს-მ კასპის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებული კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, ასაკოვან ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, თუმცა გ.გ.-მ მოთხოვნილი თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics