|
2017-06-23 14:55:18, 2492 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას შეეხო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე, DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, მათ შორის DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებზე ისაუბრეს. „მრგვალი მაგიდის ფორმატში კერძო სექტორთან განვიხილეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების ძირითად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის, საბაჟო სფეროს და სხვა მიმართულებებს, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევადობას, იმ წარმატებულ მაგალითებს, რომლებიც გვაქვს უკვე ახალი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორიდან ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის წარმოებასა და გატანასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, შეხვედრა ემსახურება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მეწარმეების ცნობადობის ამაღლებას. „ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან პროდუქციის წარმოების, ექსპორტისა და სტანდარტების დანერგვის დროს. შემდეგ ,შესაბამისმა უწყებებმა უნდა გავითვალისწინოთ ეს პრობლემები და ჩვენი პოლიტიკის დაგეგმის დროს განვსაზღვროთ ახალი მიმართულებები“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში. 2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. (NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)