|
2017-06-23 14:33:40, 975 ნახვა
სამხედრო
წვევამდელებმა ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 99 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. თ%ავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიალი უჯარმის ციხეზე გაიმართა. დღეიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების ძალებში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ. უწყების ცნობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა საბრძოლო მომზადება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. აღსანიშნავია, რომ წვევამდელებმა 3 თვის განმავლობაში სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. წვევამდელებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ საქრთველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. კურსის განმავლობაში გამოვლენილი უნარ-ჩვევებისთვის 41 სამხედრო მოსამსახურე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. მათ ჯილდო ფიზიკური ნორმატივების მაღალხარისხიანად ჩაბარებისთვის, საშტატო იარაღით სროლისას, დასკვნითი თეორიულ ტესტირებასა და სპორტული ღონისძიებების დროს მაღალი შედეგის მიღებისათვის გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)