21:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:04:26, 2840 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 24 ადამიანი

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კერძოდ კი, ბანკთან გაჩერებული დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

როგორც BBC წერს, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკის შენობაში შეიჭრნენ. ამ წუთებში ბანკში სროლაა.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან დაცვის სამსახურის წევრები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორრები "ისლამური სახელწმიფო" და "თალიბანი" იყვნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics