|
2017-06-19 15:20:35, 1796 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ვებგვერდის WWW.DCFTA.GOV.GE -ს პრეზენტაცია გამართა
„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის - www.dcfta.gov.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ვებგვერდის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჩაატარა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ვებგვერდზე განთავსებულია DCFTA-ს შესახებ პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ვებგვერდის საშუალებით DCFTA-ის შეღავათებით სარგებლობისათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, ასევე შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის DCFTA-ს ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. მათ შორის არის ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, ინტელექტუალური საკუთრება, საბაჟო პროცედურები, და ა.შ. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, რის დამადასტურებელ ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია დავასახელო ჩვენი აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო აღიარება“ - აღნიშნა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ. მინისტრის განცხადებით, DCFTA-ს ვებგვერდი არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის პრომოციის ნაწილში. გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე აცნობა, რომ ევროკავშირი 20 ივნისს გეგმავს ოფიციალური გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შავი ზღვის თევზის ევროკავშირში ექსპორტის დაშვების შესახებ. „მე მინდა ყველას, განსაკუთრებით მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებს მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რადგან თაფლის შემდეგ ეს არის კიდევ ერთი ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქტი, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად იქნა დაშვებული ევროკავშირის ბაზარზე“ - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, პლატფორმა, რომელიც ვებგვერდის საშუალებით შეიქმნა, არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეუფერხებლად მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობისთვის გადადგმული ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. DCFTA საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი“ - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში იანოშ ჰერმანმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ვებგვერდს აქვს მომხმარებელზე მორგებული, ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც კერძო სექტორს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასა და იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. „ჩვენ კერძო და არასამთავრობო სექტორთან ერთად ვახორციელებთ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების საინფორმაციო კამპანიას როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ ასევე შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ნაწილში დეტალურად გადის იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“ - განაცხადა გენადი არველაძემ. ახალი ვებგვერდის www.dcfta.gov.ge-ს პრეზენტაცია ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. (NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)