20:14 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 20:11:25, 2169 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: ჩვენ სრულად ვეთანხმებით კომისიის და პარლამენტის გადაწყვეტილებას

პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე დემოკრატიული სისტემაა ქვეყნისთვის. ჩვენ სრულად ვეთანხმებით კომისიის და პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბუკიკიოს თქმით, ვენეციის კომისიამ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა ქართულ მხარეს იმისთვის, რომ მოხდეს ბალანსის დაცვა უმრავლესობასა და დანარჩენ ძალებს შორის. 

„ახლა ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა საშუალება, მაგალითად, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიისთვის მანდატების პროპორციულად გადანაწილება. სხვა მხრივ, თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება ჩვენთვის მისაღებია. ჩვენი მიზანია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა არ იქნეს წარმოდგენილი, როგორც ძალაუფლების სრული მფლობელი. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს ისეთი რამ, რაც პარლამენტში უმრავლესობას სრულ კონტროლს მიანიჭებს. ეს არ შეესაბამება ევროპული ქვეყნის სტანდარტებს. ეს ყველაფერი დამოკიდებული უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაზე, ვინ სურთ, რომ იყოს წარმოადგენილი პარლამენტში,''- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics