|
2017-06-16 09:18:43, 1918 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას განხილვების პროცესში. როგორც პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, 16-18 ივნისს დაგეგმილ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)