18:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:41:31, 2203 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ , ხდება „გამგებლის“ ამოღება“. ამასთან, შემოთავაზებული ცვლილებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. მათივე თქმით, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 

ყველა ქალაქის საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა, რათა ქალაქების წარმომადგენლობა უფრო ძლიერი იყოს.

მთავრობის ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics