17:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 14:31:03, 2139 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ ვიზიტს საბრძოლო მომზადების ცენტრში სტუმრობით დაიწყებს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული  ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს გაესაუბრება და ასეულის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება.

ვიზიტის მეორე დღეს ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს შეხვდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაღუპულ ჯარისკაცთა ღირსების მემორიალს გვრიგვინით შემაკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics