|
2017-06-08 15:01:08, 1982 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის ლანძღვა გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა
„სამი თვეა პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად გვესმის ლანძღვა და შეურაცხყოფა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ“,-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან. "სამი თვეა პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად გვესმის ლანძღვა და შეურაცხყოფა. ვამჩნევთ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა ასეთი კომენტარების დამკვიდრება შესაბამისად, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია", - აღნიშნა მიშველაძემ. მიშველაძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ვენეციის კომისიის სხდომას, დასწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის სხდომა 15 ივნისს გაიმართება. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში საკმაოდ სუსტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)