|
2017-06-05 14:51:51, 2327 ნახვა
სამართალი კომენტარი
აბაშიშვილი: საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალისწინეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება რეალურად ანგარიშსწორება იყო ერთ, კონკრეტულ პოლიტიკოსზე-პრეზიდენტ მარგველაშვილზე. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს", ეს არასწორი სიტყვაა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია, ქართველი ხალხის ნება-სურვილია აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება, კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)