14:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 11:47:53, 1889 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე: გუნდში ფიქრობენ, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ყველა თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და მომავალში ის არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეოდეს.

თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული დეპუტატები აპროტესტებენ 2018 წელს პრეზიდენტის  პირდაპირი წესით არჩევას და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კომპრომისმა, რის გამოც ამ დათმობაზე მიდიოდნენ, აზრი დაკარგა:

"რაც  შეეხება პრეზიდენტის არჩევის ვადას, ამასთან  დაკავშირებითაც გაიმართა გუშინ უმრავლესობის ფორმატში დისკუსია. ზოგადად ის, ომ ჩვენ უნდა გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემაში. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ ისმება. რაც შეეხება ვადებს, ამასთან დაკავშირებით იყო გუშინ სერიოზული მსჯელობა, წინააღმდეგობაა იმის შესახებ,  რომ განისაზღვრება მომავალ წელს კანონპროექტით პირდაპირი არჩევნების ჩატარება. იყო ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მმართველ გუნდში. გარკვეული დეპუტატები ამას აპროტესტებდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე  შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი არჩევის წესი მომავალი წლისათვის, ასევე პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება, საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით,  კომპრომისმა აზრი დაკარგა .კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამაზე.  შეიძლება ვიფიქროთ 2 ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics