14:16 - 26 Jul, 2026
|
2017-06-05 09:52:49, 2558 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი გუნდი თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურას განიხილავს
მმართველი გუნდი თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „შატო მუხრანში“ განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გასვლითი შეხვედრა გამართა. მისივე თქმით, ალტერნატიული წინადადებები არ განხილულა: „ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. „შატო მუხრანში“ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და მას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)