08:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 11:16:44, 2077 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: სოფლის სკოლებში პედაგოგების მთავარი პრობლემა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა ცოდნის დაბალი დონე, ძირითადად, რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გამოიკვეთა.

ჯეჯელავა თვლის, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია. 

მინისტრის თქმით, რეგიონების სკოლებში განათლების დაბალი დონე იმით არის განპირობებული, რომ მასწავლებელთა კორპუსი წლების განმავლობაში არ იცვლება.

"ეროვნული სასწავლო გეგმა სოფლის სკოლებში საფუძვლიანად არ მუშაობს და მისი გაუმჯობესებაა საჭირო", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მონაწილეობს. კონფერენციის თემაა: „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics