|
2017-06-01 15:22:14, 2149 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი მუხთარლის საქმეზე: ეს არის სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე
„ცხადია, რომ უმძიმესი ფაქტია, როდესაც ადამიანის გაქრობა ხდება ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს არ აქვს მნიშნელობა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ქვეყანას, რომელსაც ამბიცია აქვს და რეალურად ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ლიდერია რეგიონში, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები. „ცხადია, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ადამიანის გაქრობა ხდება ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ბუნებრივია, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად არის კიდეც ადამიანისის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები, თუმცა კითხვების გაჩენისგან დაზღვეულები არ ვართ. ასეთი ტიპის კითხვები უკვე არსებობს. უსწრაფესად უნდა გაეცეს მათ პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)