|
2017-06-01 13:39:36, 2032 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული აკრედიტაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას მოეწერა ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA) მოეწერა ხელი. პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. „ეს მიღწევა გააადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)