|
2017-06-01 13:33:02, 2253 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
საქართველოში მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება. შესაბამის ცვლილებაზე მთავრიბის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა: „ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის, თუ ქონების დაკარგვა თან სდევს. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)