|
2017-05-27 14:55:19, 1983 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა
27-28 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC). საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო სესიაზე -"აღმოსავლეთ სამეზობლო 2017." გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)