|
2017-05-26 11:28:17, 1968 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია მის დამოუკიდებლობაზე
„ჩვენი სუვერენიტეტი ალბათ არის ქვეყნის ფუნდამენტური მოცემულობა, რომელზეც შენდება ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დავითაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს დღე 26 მაისს აღინიშნება. „პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეა. ჩვენი სუვერენიტეტი ალბათ არის ქვეყნის ფუნდამენტური მოცემულობა, რომელზეც შენდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია მის დამოუკიდებლობაზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სიმბოლურია ის, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს ამყარებს კავშირს პირველ რესპუბლიკასთან და იმ ტრადიციებთან, რომელიც ჩვენ საბჭოთა კავშირამდე გვქონდა და მას შემდეგაც“, - განაცხადა დავითაშვილმა. 26 მაისთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდი რუსთაველის გამზირზეა განთავსებული. სტენდი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, მოცვი, კომპოტები, წვენები, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)