|
2017-05-25 15:27:22, 2285 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დავითაშვილი: ჩვენი პროექტის ფარგლებში 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც უნდა შეიქმნას
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერის დავალებით მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვების რაციონალური გამოყენების შესახებ პროექტი შეიმუშავეს. დავითაშვილის განმარტებით, პროექტი მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს: "ტრადიციულად, საქართველოში მაღალ მთაში იყო მეცხოველეობა განვითარებული და სოფლის მეურნეობის სტრუქტურაც ასეა მოცემული, რომ ძირითადად გვაქვს დაახლოებით, მილიონზე მეტი სათიბი და საძოვარი, რომელიც განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრის ტერიტორიებზე. ეს არის დიდი პოტენციალი ერთი მხრივ, საკვები ბაზის, რომელიც რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, მეორე მხრივ კი პროექტი ხელს შეუწყობს მაღალმ მთაში მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას",- განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროექტი თითო მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივის შექმნას ითვალისწინებს და სულ 24 მუნიციპალიტეტია გათვალისწინებული. "ჩვენი პროექტით, 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც უნდა შეიქმნას შემდეგი ორი წლის განმავლობაში. მინიმუმ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაერთიანდება. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიები, საძოვრები ასეთ კოოპერატივებს გადაეცემა 25 წლიანი იჯარის ფარგლებში, 1 ჰექტარზე 15 ლარად. სამაგიეროდ მოხდება საძოვრების რაციონალურად გამოყენება. ამავე დროს, საძოვრების ხარისხი შენარჩუნდება და არ მოხდება გადაძოვება",- განაცხადა დავითაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)