|
2017-05-24 20:40:26, 1878 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე განიხილეს საკონსტიტუციო და საჯარო სამსახურის რეფორმები და ისაუბრეს სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღაზე, რაც მხარეთა შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასამართლოს სისტემის გაძლიერების, არამედ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)