09:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 17:42:29, 678 ნახვა

საზოგადოება
„დელტას“ მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად  სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მთავრობის წევრებმა  პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „დელტას“ მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ ერთიან კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრალური სარადარო სადგური (მეტეორადარი), ინფორმაციის დამუშავებისა და ცეცხლის მართვის ცენტრი, ასევე ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარი. ამ ეტაპისთვის ნუკრიანში უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სადგური, რომელიც მთლიანად აწყობილი და დამონტაჟებულია „დელტას“ მიერ.  პრემიერ-მინისტრმა შესრულებული სამუშაოებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „დელტას,“   თავდაცვის სამინისტროს და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

“მოგეხსენებათ, სეტყვა კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა,  განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სრულიად მოშლილი იყო  ადრე არსებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ჩვენ „დელტასთან“ ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სისტემა და აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ყველა რეგიონში საცეცხლე წერტილების მოწყობის სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის 80-90%-ით შემცირება იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics