|
2017-05-23 17:25:34, 1886 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგას ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა
საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადება წარმოადგენდა. გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე,სამიტზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე და ლიტვის პრეზიდენტს ნატო-ს სამიტის დღის წესრიგშისაქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ნატო-ში სამომავლო ინტეგრაციის კუთხით. ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის, მისი ხელისუფლებისა და ლიტველიხალხის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე, ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დალიაგრიბაუსკაიტეს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერისათვის. ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოსპრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების მიმდინარეობის საკითხები, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები დაუსაფრთხოების გამოწვევები. დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყნის კეთილდღეობა დაშემდგომი განვითარება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)