|
2017-05-23 11:07:31, 1965 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს და სამინისტროს დელეგაციას შეხვდება. მხარეები უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელს კახა კახიშვილი და ვოლფგანგ ბრანდშტეტერი მოაწერენ. დოკუმენტი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. უწყებები პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის, პენიტენციური ჯანდაცვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდისა და სხვა მიმართულებებით ითანამშრომლებენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვენის ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)