|
2017-05-22 09:38:58, 2265 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 20:00 საათზე დაეშვება. 23 მაისს, 09:45 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თურქ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება. ხელი მოეწერება დოკუმენტებს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც, 13:00 საათზე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ბინალი ილდირიმს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ასევე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)