|
2017-05-19 13:57:18, 2007 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია ევროპაში არსებული კონფლიქტებისა და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლის განხილვა. უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე სხდომაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრებს. „მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც წარმოადგენს მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილს და საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული ძეგლების განადგურება და მიგრაცია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)