|
2017-05-18 13:22:56, 2006 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: დღის წესრიგში თორდია-ფარცხალაძის საქმის სხვა ფორმატში შესწავლის აუცილებლობა დგება
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაუყოვნებლივ არ დაიკითხა როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენის აპარატმა ფარცხალაძე-თორდიას საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. „ფარცხალაძის დაკითხვა მხოლოდ გუშინ მოხდა და ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ მისი დაკითხვა. როცა ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი განცხადებას აკეთებს, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გამოძიებას თვალ-ყურს მივადევნებთ. ძალიან ბევრ საკითხზე ინფორმაცია ცოტა ხანში გვექნება და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა. იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე არ მივიღეთ. დღის წესრიგში სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა დგება. მათ შორის, შესაძლოა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა იყოს. ვფიქრობ, რომ ჯერ გამოძიებას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ“, - განაცხადა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)