22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 18:27:25, 435 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია

„პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი ამ გზაზე სიარულში დაგვეხმარებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა დანიის, პოლონეთისა და  შვედეთის  საგარეო საქმეთა მინისტრებთან მარტინ ლიდერგორდთან, გჟეგოჟ სხეტინასთან  და მარგოტ ვალსტრომტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, სამივე ქვეყანა მზადაა,  საქართველოს რიგის სამიტამდე და სამიტის შემდეგ ყველა ტიპის დახმარება აღმოუჩინონ.

„ეს იყო ძალიან მეგობრული და პოდუქტიული საუბარი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ამ სამი  ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლების მხარდაჭერა და დაპირება,  რომ ყველა ვითარებაში  საქართველოს მათი სახით ჰყავს მეგობარი. ისინი მზად არიან, საქართველოს აღმოუჩინონ ყველა იმ ტიპის დახმარება რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება რიგის სამიტზე და სამიტის შემდეგაც.  სამივე ეს ქვეყანა, პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან , რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან ამ გზაზე სიარულში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა იმ გამოწვევას, რაც საქართველოს რუსეთის მხრიდან აქვს.

„სამივე ეს ქვეყანა მკაფიოდ და მყისიერად სცემდა პასუხს ყველა იმ გამოწვევას რაც საქართველოს ექნებოდა რუსეთის მხრიდან და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ეს დაპირება. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა უნდა გამრავალფეროვნდეს და ამან უნდა მოიცვას ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროები.  ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მძევლები იმ პრობლემების, რომლებშიც  ვართ. უნდა მოვახერხოთ და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტასთან ერთად მივიღოთ ის სარგებელი, რაც სხვა სფეროებში  ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics