|
2017-05-16 12:44:29, 2127 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ოთარ ფარცხალაძის საკითხზე პროკურატურის მხრიდან ობიექტური გამოძიება ვერ მოხდება
,,ვთვლით, რომ ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა ჩაერთოს პარლამენტი, სხვა მხრივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ნამდვილად ვერ მოხდება’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ ბიუროზე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ. ,,ყველასთვის ცნობილია ევროპული საქართველოს ინიციატივის შესახებ შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. ჩვენ უკვე შევიტანეთ ინიციატივა ამის თაობაზე პარლამენტში და დღეს ბიუროზე უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დავაყენებთ საკითხს, რომ უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩაჯდეს ამ კომისიის შექმნის საკითხი. საქმე ეხება გახმაურებულ ფაქტს, როდესაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თანმხლებ პირებთან ერთად სცემა გენერალური აუდიტი. როგორც წესი, ესეთ საქმეს უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ ევროპულ საქართველოს და საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა ამ პროკურატურის მიმართ. ისეთ ვითარებაში, როდესაც ბატონი ფარცხალაძე არის პროკურატურის არაფორმალური მმართველი, როდესაც შსს სახლში სტუმრობს მეგობრული ვიზიტებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია მისი ქმედებების გამართლებაში, ევროპული საქართველო თვლის, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან არ მოხდება და ამიტომ ეს საქმე სწორედ უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა 12 მაისს მიაყენეს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)