01:23 - 26 Jul, 2026
|
2017-05-14 16:38:30, 2100 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ტუღუში: ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი არ გვჭირდება
„დიდი საფრთხე არის, რომ ჩვენ ამ ტიპის სისტემით მივიღოთ ჯიბის პრეზიდენტი“,-ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-საჯარო განხილვაზე განაცხადა. „არ გვინდა ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხს შეუძლია აირჩიოს ღირსეული ადამიანი, გათვალისწინებით ბევრი პრობლემის, ბევრი შეცდომის, რომელიც ჩვენ დავუშვით, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ წერტილი შეცდომების დაშვებაში, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, სადაც ღირსეულ კანდიდატს შევარჩევთ. რატომ უნდა გვეშინოდეს ამისი და რატომ უნდა გვახვევდეს ვინმე თავს, ხომ შეიძლება ჩვენ თვითონ ავირჩიოთ პრეზიდენტი?“,-აღნიშნა ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)