|
2017-05-12 20:49:42, 1972 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული
„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ცვლილება შედის და მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი. „კონსტიტუციაში შედის ცვლილება მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ორგანული კანონით წესრიგდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ, არ შევზღუდოთ ის პოზიტიური ინვესტიციები, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის, აგრარულ სფეროში და ასევე, ეს მოგვცემს ამ საკითხის სათანადოდ რეგლამენტირების საშუალებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)