|
2017-05-12 20:41:00, 1896 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე NDI-ს კვლევაზე: სამწუხაროდ, ნდობა დღემდე ვერ მოიპოვა
„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდობლობის მიზეზი კვლევის შედეგებსა და ქვეყანაში არსებულ რეალობას შორის რადიკალური სხვაობაა. „ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევასთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია, იგივე განცხადება გავაკეთოთ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ და ამის მთავარი მიზეზი არის რადიკალური აცდენა მათ შედეგებსა და იმ რეალობას შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გახსოვთ, რომ საარჩევნო კუთხითაც არის მუდმივად აცდენილი ეს კვლევები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)