|
2017-05-11 19:59:13, 1914 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია, პირველ რიგში, შეთანხმების დოკუმენტი უნდა იყოს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვედრები, სადაც ხალხი პირდაპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, არის მხოლოდ საინტერესო და პოზიტივის მომცემი. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტს, რომელსაც საკონსტიტუციო პროექტი ჰქვია, გარკვეული კომპრომისი მიმდინარე დებატების მეშვეობით დაემატება. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გორში საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი. „უკვე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა და ნათლად ვხედავთ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.კონსტიტუცია პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიისმუშაობა დასრულდა ნულოვანი კონსენსუსით. იმ კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ხელსაწერს მხოლოდ პარტია ქართული ოცნება. ასეთი ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტის განხილვისას ხალხის აზრიკიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონსენსუსი არის მთავარი, რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო პროცესში", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)