|
2015-04-14 10:11:14, 428 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება
„ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვა ამ ეტაპზე არ დასტურდება“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ფაქტი შესაძლოა დადგეს და ამისთვის ქართული მხარე ყოველთვის მზად უნდა იყოს. „ის, რომ სექტემბრიდან გალის სკოლებში აიკრძალება ქართული ენის სწავლება სკოლებში არ დასტურდება, რესურსცენტრთანაც გვქონდა ურთერთობა და პედაგოგებთანაც, სკოლის წარმომადგენლებთან გვქონდა ურთიერთობა, ვისთანაც შეიძლებოდა ამ საკითხის შესახებ კონკრეტული პასუხები მიგვეღო და საბედნიეროდ ისინი ამ ფაქტს ასე არ ადასტურებენ. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)