|
2017-05-10 19:43:49, 2134 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ის კონგრესის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს და თანათავმჯდომარეს, სენატორ ბენ კარდინს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირების გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში აღნიშნული მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. სენატორებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)