|
2017-05-09 18:51:50, 2019 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვდება
ამ წუთებში სახელმწიფო დეპარტამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეხვედრა მიმდინარეობს. პრემიერი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)