|
2017-05-09 18:39:56, 2049 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსაც. გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ მაკკეინმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. სენატორის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)