02:33 - 25 Jul, 2026
|
2017-05-09 01:22:04, 2079 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: პატივი მქონდა მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ "ტვიტერზე" წერს. "დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს",- წერს ტრამპი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია. საუბარი აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)