|
2017-05-08 18:06:56, 2319 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის“ მონაწილეობა მიიღო. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის აგრარული დარგის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის. "საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ფერმერებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერაა, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ დაფინანსებაზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტი იზრდება. ამ სარგებლის სრულად ასათვისებლად, პირველ რიგში, საჭიროა საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის ნორმები და რეგულაციები, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანამ უნდა აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გააფორმა 100 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ინსტრუმენტი მიმართული იქნება საქართველოში მებაღეობის განვითარებისადმი, რაც მოიცავს თხილისა და ღვინის ღირებულებათა ჯაჭვებს. ამ გრძელვადიანი საფინანსო სქემების მეშვეობით, როგორც ფერმერებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალება ექნებათ მოიყვანონ ხარისხიანი მარცვლეული და აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია, რათა მოიპოვონ სრული წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. გამოყოფილი სახსრებით და საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ უზარმაზარი, დადებითი გავლენა მოვახდინოთ აგრო-სასურსათო დარგის განვითარებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესსექტორს წარმომადგენლებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი პროგრამები - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა“ და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" გააცნეს. საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, აღნიშნულ ორ ახალ პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ევროკომისიასთან ერთად ახორციელებს. ეს ორი პროგრამა მომზადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. EIB-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და ამ სფეროს ასოციაციების დაახლოებით 200 წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. (NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)