23:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:01:44, 2151 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის მადლობას უხდის

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი პროგრამები გააცნო.

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამები მსგავსია საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროგრამებისა „აწარმოე საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“.

„ეს ის პროდუქტებია, რომლის გაგრძელებასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ღრმა და ყოვლისმომცემლი ვაჭრობის არეალის ინსტრუმენტი - ქართულ ლარში გაცემული სესხები, რომელსაც მოყვება საგრანტო კომპონენტი. ეს არის იმპორტის ჩანაცვლება და საექსპოსტო პროდუქციის განვითარება. რაც შეეხება ინოვფინს, ესაა ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსებას. სწორად მათთვის დამატებით უზრუნველყოფას წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე კომერციულ ბანკებში, რათა კომპანიებმა შეძლონ სესხის აღება, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics