02:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 09:52:23, 1897 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით,   8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.  აშშ-ში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics