|
2017-05-07 16:52:08, 2016 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: EUMM-ის მისია საქართველოში და რეგიონში სიმშვიდის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა EUMM-ის მისიის ( ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია) თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული მისია საქართველოში და რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის დაცვის გარანტია. „მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა EUMM-ის მისიის როგორც თითოეულ თანამშრომელს, ასევე თითოეულ იმ ქვეყანას, ვინც თავის წარმომადგენელს აგზავნის ამ მისიაში. ეს მისია ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის დაცვის რეალური და მნიშვნელოვანი გარანტია. არ არსებობს შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ხაზს არ ვუსვამთ მისიის მნიშვნელობას. მადლობა მათ თითოეული დღის განმავლობაში სამსახურისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში, სადაც „ევროპის დღე“ აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)