02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 18:36:35, 5112 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი: მთავრობისა და უმრავლესობის წარმოებულ პოლიტიკურ თამაშებში, პრეზიდენტიც ჩაერთო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მზადაა,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა კონსულტაციების გზით შეირჩეს.
 რატიანი მიიჩნევს, რომ მთავრობისა და უმრავლესობის მიერ წარმოებულ თამაშებში პრეზიდენტიც ჩაერთო.
"როგორც ჩანს, პრეზიდენტიც ჩაერთო პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც მთავრობა და უმრავლესობა აწარმოებს.  ეს თამაშები მდგომარეობს იმაში, რომ მათ უნდათ,  ეს იყოს პოლიტიკური დანიშვნა.  მთავრობამაც და უმრავლესობამაც არაერთი იერიში მიიტანა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და, როგორც ჩანს, ესეც შემდგომი ნაბიჯი",-განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, კონსულტაციების გზით შეირჩეს. მან საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, კონსულტაციებში ჩაერთოს. თუმცა, როდის და რა ფორმატით დაიწყება კონსულტაციები, ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics